დღეს მთავრობის სხდომაზე 19 საკითხს განიხილავენ
მინისტრთა კაბინეტის მიერ განსახილველ საკითხებიდან 13 საკითხს ეკონომიის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარადგენს, გარდა ამისა 4 საკითხს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს, ხოლო 2 საკითხი ჯანდაცვას შეეხება და მისი მომხსენებელი ზურაბ აზარაშვილი იქნება:
1. საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – მომხსენებელი: ლევან დავითაშვილი;
2. საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები – მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტები ,,კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველოს ფუნქციონირების ხელშეწყობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“;
,,კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველოს ფუნქციონირების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“ – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კოლხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სტოკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ – საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლგ ტრანსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გიორგი 2017-ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის №751 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „არეა 32“-ისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “შპს „ოუკლენდის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ფ/პ მიხეილ დავითაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ხუმპრერი ჰესის“ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” – მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
16. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” – მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
17. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“ – მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
18. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტში არსებული ცალკეული საცხოვრებელი ფართების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ” – მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;
19. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” – მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;