სოფელ პატარძეულში მამაკაცი მოკლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, 41 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რვა გასროლით მოკლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ დაპირისპირება უძღოდა წინ.
ადგილობრივების თქმით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ მამაკაცს ესროლა ცეცხლსასროლი იარაღით ხშირად გადაადგილდებოდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.