სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტი დააზარალა
სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
ძლიერი წვიმის, ზოგიერთ სოფელში სეტყვის და ქარის შედეგად რამდენიმე ადგილზე ხეებია წაქცეული.
,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მერიის სამსახურებთან ერთად ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ. ადგილზე იმყოფება მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი. გზებზე მოძრაობა არ ფერხდება წაქცეული ხეების გამო. როგორც პირველადი მონაცემებით არის ცნობილი სიღნაღში რამოდენიმე სახლის, ხოლო წნორში ერთ-ერთი კორპუსის სახურავიც დაზიანდა. მობილიზებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური”,-აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.