თელავში ნაგვის ურნაზე ლევან ბერძენიშვილის ფოტო გააკრეს- ფოტო
ლევან ბერძენიშვილის ფოტო წარწერით -“ერის მოღალატე,” თელავში აღმაშენებლის ქუჩაზე მდგარ ერთ-ერთ ნაგვის ურნაზე გააკრეს.
თელაველების უკმაყოფილება პოლიტიკოსის და ფილოლოგის, ლევან ბერძენიშვილის საჯაროდ გამოხატულ მოსაზრებას მოჰყვა, როცა მან, რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის გამო, ერეკლე მეორე მოღალატედ მოიხსენია.
ბერძენიშვილის მოსაზრებას მაშინვე მოჰყვა უარყოფითი რეაქცია სოციალურ ქსელში, თელავში კი, მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა, ბერძენიშვილის ფოტო, საპირფარეშოს შესასვლელში ჩამოკიდა.
შეგახსენებთ, რომ ასევე 28 მაისს თელავში გაიმართა საპროტესტო აქცია სახელწოდებით “ღირსების აქცია”- რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა და რამდენიმე საჯარო მოხელე ესწრებოდა.