თელავში, სოციალურად დაუცველებისთვის განთავსებული კარადა დაზიანებული და დანაგვიანებულია
“ვისაც გაქვთ, გაიღეთ, ვისაც არა აიღეთ.”
ამ სლოგანით შეგხვდებათ განჯინა, რომელიც თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წლიდან დგას.
აღნიშნული ინიციატივის ორგანიზატორები არიან თელავის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
2015 წლიდან ამ განჯინის დადგმის მიზანი შეჭირვებული ადამიანების დახმარება იყო, რომელიც საზოგადოებას იმ ხალხისთვის უნდა გაეღო, ვისაც გარკვეული ნივთის ან საკვების შეძენის საშუალება არ ჰქონდათ. თუმცა ახლა მისი დანიშნულება, დანაგვიანებულ გარემოში მიყრილი ტანსაცმელია.
,,ხალხის დასახმარებლად დადგმული კარადა, ნაგავსაყრელად გადაიქცა. იმისთვის ვამბობ, რომ ვინმე ვლანძღოთ, მაგრამ ასეთი საქციელი სიკეთის კეთების სურვილს უკარგავს ადამიანს. ადრე კარიც ქონდა ამ კარადას”,- წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე თეონა ყურაშვილი.