თელავში 7 სახეობის პროდუქტი უფასოდ დარიგდება
24 აპრილს, 13:00 საათზე თელავის ცენტრში, მოედანზე არსებული ჯიხურებიდან, პროდუქტებს უფასოდ დაარიგებენ.
საქველმოქმედო აქციის ინიციატორი თელაველი ახალგაზრდა რეზო ღაზიაიძეა. მისი თქმით, 100 ადამიანზე დარიგდება შვიდი სახეობის პროდუქტი: პური, პასკა, მაკარონი, თაფლი, შაქარი, ჩაი და კვერცხი.
მისი თქმით, გაჭირვებული მოქალაქეებისთვის პროდუქტები მისი ინიციატივით უკვე მეორედ რიგდება. ახალგაზრდა აცხადებს, რომ პერიოდულად გეგმავს მსგავსი ტიპის აქციების მოწყობას.
“უფასოდ პროდუქტებს უკვე მეორედ ვარიგებ, ახლა მეგობრებიც შემომიერთდნენ. კვირას აქციაზე ბევრად მეტი, შვიდი სახეობის პროდუქტი დარიგდება. ჩემი მიზანია ადამიანებს შევუმსუბუქო, თუნდაც რამდენიმე დღით, საკვების არ ქონის პრობლემა”,- განაცხადა რეზო ღაზიაიძემ.