23-24 აპრილს საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
21-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა 21-22 აპრილს დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება, ხოლო 23-24 აპრილს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 25 აპრილს საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება.

