სოფელ იყალთოში პოლიციელი სცემეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში უბნის დეტექტივ- ინსპექტორს, 22 წლის გ.დ-ს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და ახალაგზრდას ცემაში ყოფილი პოლიციელიც მონაწილეობდა.
სავარაუდოდ, ჩხუბი უბნის დეტექტივ-ინსპექტორის მხრიდან, წინა დღეს განხორცილებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებას მოჰყვა.
ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე, ოთხი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე პრიმამუხლით მიმდინარეობს რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.