თელავში ენერგოეფექტური სკამები განთავსდა
თელავში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ენერგოეფექტური სკამები განთავსდა.
ენერგოეფექტური სკამი მზის ენერგიის გამოყენებით მუშაობს, მას აქვს უფასო wifi, ტელეფონის დამტენი, ლაითბოქსი, სადაც განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა და სხვა საინტერესო ინფორმაცია.
ასევე დაგეგმილია ისტორიულ ძეგლებზე QR კოდების და ქალაქის ორ ლოკაციაზე QR კუბების განთავსებაც. პროექტის მიზანს წარმოადგენს მუნიციპალური ელექტრონული საინფორმაციო სერვისების გაუმჯობესება, ქალაქის კულტურული, ისტორიული და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ცნობადობის გაზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება.
პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.