ახალი ამბები

ლაგოდეხში მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვების ტრადიცია კვლავ აღდგება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდის, გარემოს დამცველი გიორგი ედიშერაშვილის იდეა სახელწოდებით: ,,ლაგოდეხის მეტეოსადგურის ახალი სიცოცხლე” Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი -ს 16 გამარჯვებულ იდეას შორის მოხვდა.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ აღდგება მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვების 50 წლიანი ტრადიცია.
მისი თქმით, იდეის რეალიზება დაეხმარება მეცნიერებს-მსხვილი ძუძუმწოვრების საარსებო გარემოზე (ჰაბიტატებზე) დაკვირვების პროცესში; ვიზიტორებს და დაცული ტერიტორიებს – უსაფრთხო გადაადგილებასა და ტურისტული ნაკადების მართვაში; სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ფერმერებს – ამინდის პროგნოზის დადგენაში;
იდეის ავტორის გიორგი ედიშერაშვილის განცხადებით, მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვებას დიდი ისტორია აქვს – რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და უწყვეტად მიმდინარეობადა.

„ლაგოდეხის მეტეოსადგურის ახალი სიცოცხლე – ,,ორბელიანი მეტის” იდეების კონკურსში გამარჯვებული ეს იდეა- ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ორი მეტეოსადგურის განთავსებას გულისხმობს. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებს მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვებას დიდი ისტორია აქვს – რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და უწყვეტად მიმდინარეობადა გასული საუკუნის 90-იან წლებამდე. 90-იანი წლების კრიზისი დაცულ ტერიტორიებსაც შეეხო და იმ დროისათვის მეტეომონაცემების შეგროვება შეწყდა.

21-ე საუკუნეში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები თავის ნეგატურ კვალს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე ტოვებს, ეხება ეს სოფლის მეურნეობას, ბიომრავალფეროვნებას, მოსახლეობის სოციალურ ყოფას თუ ეკონომიკურ საქმიანობას.

კლიმატზე დაკვირვება და მისი მუდმივი კონტროლი მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ისეთ აგრარულ მხარეში, როგორიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტია, რადგან კლიმატური ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება მოსავლის რაოდენობას და ხარისხს.

ამ დრომდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა პროაქტიულად იღებდეს ინფორმაციას მეტეოროლოგიური პროგნოზებზე; ეცნობოდეს უახლეს ცნობებს: ტემპერატურის, ტენიანობის, ღრუბლიანობის, ნალექის შესახებ. პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების 2 ლოკაციაზე, ყოფილ მეტეოსადგურთან (ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე) და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სიახლოვეს, ლაგოდეხის ხევთან, დამონტაჟდება მცირე მეტეოსადგურები, რომლებიც მნიშვნელოვან ინორმაციას შეაგროვებენ: დღე ღამური ტემპერატურის, ტენიანობის, ნალექის, ქარის სიჩქარის, ღრუბლიანობის შესახებ.

მონაცემები ავტომატურად შეინახება სპეციალურ სერვერზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რაც როგორც სამეცნიერო ჯგუფებს, ისე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას და მოქალაქეებს საშუალებას მისცემს დააკვირდნენ და გაანალიზონ განახლებული მეტეო – მონაცემები; გამოიყენონ კვლევების, ვიზიტორთა მართვის, ეკოგანათლების, სოფლის მეურნეობაში დაგეგმილი აქტივობებისთვის.

მეტეოსადგურების მონაცემები დაუკავშირდება WIFI-ს და მისი საშუალებით ლაივ – რეჟიმში განთავსდება სპეციალურ, მეტეო მონაცემების შემკრებ პორტალზე და მასზე ხელმისწავდომობა ყველა დაინტერესებულ პირს ექნება.

განსხვავებულ კლიმატურ ზონეში (მთასა და ბარში) მეტეოსადგურების განთავსება შესაძლებელს გახდის მთასა და ბარში არსებულ მეტეოროლოგიურ დინამიკაზე დაკვირვებას და მის შეფასებას, კერძოდ რა გავლენას ახდენს სიცხე,სიცივე თუ ტენიანობა საარსებო გარემოსა და ბიომრავალფაეროვნების წარმომადგენლებზე, ერთი გეოგრაფიული არეალის სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში.
ასევე, ეფექტურად ვმართოთ ტურისტული ნაკადები და არ გავცეთ რეკომენდაცია ტურისტების მთასა თუ ხეობებში ვზიტზე, თუკი ამინდის გაუარესება იქნება მოსალოდნელი”,-
განაცხადა გიორგიმ