ახალი ამბები

კახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 44 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სამ თვეში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 601 ფაქტი გამოავლინეს.

2022 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, კახეთში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 44 ფაქტი გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითოეულ სამართალდარღვევაზე, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინეს.