ნახეთ იულიას ფურისულა ლაგოდეხის ნაკრძალიდან
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე იულიას ფურისულა ხარობს. ლაგოდეხის ნაკრძალის რეინჯერის გიორგი ედიშერაშვილის თქმით, ის ლაგოდეხის ნაკრძალის ერთ-ერთი სიმბოლოა.
მისი თქმით, 100 წლის წინ პოლონელმა ნატურალისტმა ლუდვიგ მლოკოსევიჩმა აღმოაჩინა და მას საკუთარი გოგონას, იულიას სახელი უწოდა.
ნახეთ გიორგი ედიშერაშვილის მიერ მომზადებული ვიდეო.
“იულიას ფურისულა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ენდემი და ჩვენი პარკის ერთ-ერთი სიმბოლოა. ყვავილი 100 წლის წინ პოლონელმა ნატურალისტმა ლუდვიგ მლოკოსევიჩმა აღმოაჩინა და მას საკუთარი გოგონას, იულიას სახელი უწოდა. იულიას ფურისულა მდინარე შრომის ხეობის ოცმეტრიან კლდოვან ადგილზე ყვავილობს. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს როგორ ხარობს მსგავს ნესტიან, კლდოვან ადგილას ასეთი ნაზი ყვავილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის (იულიას ფურისულა ) ჩვენი ველური ბუნების ერთ-ერთი გამორჩეული და განუმეორებელი წარმომადგენელია”,– განაცხადა გიორგი ედიშერაშვილმა.