ახალი ამბები

საარსებო მინიმუმი 231 ლარამდე გაიზარდა

საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, თებერვალში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 231.3 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით მთელი 34.1 ლარით ანუ 17%-ით მეტია.

საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც თებერვალში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი – 13.7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

განსაკუთრებულად მაღალია და 17.3%-ს შეადგენს ფასების წლიური მატება სურსათის ჯგუფში, რომელიც საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიაში წამყვან ადგილზეა. ოქტომბრის მდგომარეობით, “საშუალო მომხმარებლის” საარსებო მინიმუმი 204.9 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 30.2 ლარით არის გაზრდილი.