ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში სამაგიდო თამაშების გასვლითი შეხვედრები დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის სამაგიდო თამაშების კლუბის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლებში თანამედროვე სამაგიდო თამაშების პოპულარიზაციის მიზნით, გასვლითი შეხვედრები დაიწყო.

პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის 8 სოფელში სამაგიდო თამაშების კლუბის ჩამოყალიბება და მათი სხვადასხვა თანამედროვე თამაშით მომარაგება იგეგმება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სხვადასხვა შინაარსის და დატვირთვის ინტელექტუალური თამაშები ახალგაზრდების განვითარებას (ყურადღების კონცენტრაცია, სტრესის დაძლევა, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის უნარი) უწყობს ხელს.

სამაგიდო თამაშების ტურნირი 11 მარტს დაიწყო და 24 ივნისს დასრულდება. დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურში შეუძლიათ.

თამაშების განრიგი:
18 მარტს, 25 მარტს და 1 აპრილს სამაგიდო თამაშები ფშაველსა და ართანაში გაიმართება.
8 აპრილს, 15 აპრილს, 22 აპრილს და 29 აპრილს თამაშები ნაფარეულსა და კისისხევში ჩატარდება.
6 მაისს, 13 მაისს, 20 მაისს და 27 მაისს თამაშებს ქვემო ხოდაშენი და კონდოლი უმასპინძლებს.
3 ივნისს, 10 ივნისს, 17 ივნისს და 24 ივნისს სამაგიდო თამაშები იყალთოსა და ვარდისუბანში გაიმართება.