ახალი ამბები

ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული.

გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ
იანუვია ტაბლეტი 100მგ
იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ
ინსულინი ლანტუსი solostar ხსნარი საინექციო 100სე/1მლ 3მლ შპრიც-კალამი
ფორქსიგა ტაბლეტი 10მგ
ატაკანდი ტაბლეტი 16მგ
ბრილინტა ტაბლეტი 90მგ
დიოვანი ტაბლეტი 160მგ
კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ
კონკორი ტაბლეტი 10მგ
კრესტორი ტაბლეტი 20მგ
ტენორეტიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ
აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ ფლაკონი
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი
არიმიდექსი ტაბლეტი 1მგ
სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ+4.5მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი.

თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების სია ეტაპობრივად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში.