უამინდობის გამო თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა
უამინდობის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეჩერებულია.
ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თელავში დილიდან გადაუღებლად თოვს, როს გამოც გართულებულია გადაადგილება ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე.