უამინდობის გამო გომბორი-თელავის გზაზე გადაადგილება შეიზღუდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვერონა-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.