ჯემალ სანდოშვილი – კულტურული მემკვიდრეობის დამცველი
„ კახეთის ხმა“ 20 წლის გახდა. მედია ორგანიზაციამ იუბილესთან დაკავშირებით გამორჩეული რესპოდენტები დააჯილდოვა.
ქალაქ თელავში მცხოვრები, ჯემალ სანდოშვილი ქართულ და უცხოურ ისტორიულ იარაღებს და სამკაულებს ამზადებს.
მას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, შექმნილი აქვს ქართული ხმლები, ჩინური და იაპონური საბრძოლო იარაღები, შუბები, მშვილდი. ასევე სხვადასხვა სახის სამკაული, რომელიც როგორც თავად ამბობს ისტორიული მახასიათებლების გარდა მისი შექმნილი დიზაინით გამოირჩევა.
ის ცდილობს, რომ გადაარჩინოს პროფესია. სწორედ მისი დაცვისთვის მას ,,კახეთის ხმისგან” კულტურული მემკვიდრეობის დამცველის ჯილდო გადაეცემა.