ახალი ამბები

ოკუპანტებმა სოფელ მერეთთან ახალი მავთულხლართები უკანონოდ გააბეს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან, ოკუპანტებმა ახალი მავთულხლართები უკანონოდ გააბეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის უკანონო ქმედებებს ადასტურებს. სუს-ის თქმით, გააქტიურდა ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.