ავტომობილებზე კატალიზატორის ქონა სავალდებულო აღარ იქნება
ავტომობილებზე კატალიზატორის ქონა სავალდებულო აღარ იქნება. საქართველოს მთავრობამ ტექინსპექტირების პარამეტრების გამკაცრება ისევ გადაიფიქრა.
ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება ძალაში 6 დეკემბერს შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში ისევ 0,6%-ის დიაპაზონში დარჩება.
რეალურად, 2022 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილისთვის კატალიზატორის ქონა აუცილებელი უნდა გამხდარიყო და მათი ლამბდა კოეფიციენტი -+ 0.3 დიაპაზონს არ უნდა გამცდარიყო. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა გამონაბოლქვზე კონტროლს ორმაგად ამკაცრებდა.