კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 46 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 46 ფაქტი გამოავლინეს.
საგარეჯოს, გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ტყეებში, ასევე შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს, სხვადასხვა სახეობის, ჯამში 41 ერთეული ხე-მცენარე.
გარდა ამისა, ამავე მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, სხვადასხვა სახეობის უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან, ჯამში 10,7 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.