თელავში მცხოვრები ახალგაზრდა თბილისში საწარმოს გახსნის
2022 წლიდან ნახევრიდან კომპანია „დაჯე“ ავეჯის მასობრივ წარმოებაზე გადადის და თბილისში, ლილოს ტერიტორიაზე ახალ საწარმოს აწყობს, რაშიც დაახლოებით 60-70 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, დავით ბოჭორიშვილი აცხადებს, მათ მიერ წარმოებული ავეჯი ასაწყობი და გასაშლელი კონსტრუქციისაა.
,,ჩემი შარკი – ბიზნეს პარტნიორი პავლე და მისი გუნდი მუშაობენ რომ საწარმო სივრცე შეგვიქმნან, ამასთან ერთად ველოდებით ლაზერული ჭრის დანადგარს. პარალელურ რეჟიმში მე და მამაჩემი ვმუშაობთ ახალ დიზაინებზე და მათ პროტოტიპებზე, რომ როდესაც საწარმოს ამბები მოეწყობა ჩვენ ჩვენი დიზაინები მზად გვქოდნეს და მინიმალურ დროში მზად ვიყოთ წარმოებისთვის.
რათქმაუნდა, დაემატება დიზაინები, სრულიად ახალი და მრავალფეროვანი ნაკეთობები. რაც თავისთავად ნიშნავს, რომ გადაცემაში და რეპორტაჟებში რაც ჩანდა იმაზე გაცილებით მეტი და საინტერესო რამ გვექნება”,- აცხადებს დავით ბოჭორიშვილი.
ბოჭორიშვილის თქმით, კომპანია გეგმავს ავეჯის რეალიზაცია მსხვილ სავაჭრო ცენტრებშიც დაიწყოს. „დაჯე“ ამ ეტაპზე ავეჯს მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის ამზადებს. პირველ ეტაპზე საწარმოში 5 ადამიანი დასაქმდება.
„დაჯე“ ეკოლოგიურად სუფთა ხის, კომპაქტური და უნიკალური მექანიზმის მქონე ავეჯია, რომელიც დავით ბოჭორიშვილმა მამის ექსპერიმენტების და მისი დიზაინპროექტის საფუძველზე შექმნა.