ახალი ამბები

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ტიკარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად, იმისა, რომ იყო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მთავარი სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

გავლილი კონსულტაციების შედეგად სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში“, – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.