საგარეჯოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
საგარეჯოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისის
მიმართულებით მოძრავი “ტოიოტას” მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ “მერსედერსი ვიტოს” მანქანას დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად “ტოიოტას” მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
დაშავებულები საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ბინაზე უკვე გაწერეს.
მოხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის მუხლით დაიწყო.