ჩატარდა ქალთა ყოველდღიური გადაადგილების გენდერული ასპექტების კვლევა
2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენლებმა, გიორგი ტალახაძემ, ეთერი შიუკაშვილმა და ნათია ფიცხელაურმა კვლევის „ქალები და მობილობა“ შედეგები გააცნეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ქალთა ყოველდღიური გადაადგილების გენდერული ასპექტების კვლევა ეხება თავისუფალი გადაადგილების ეკონომიკურ ასპექტებს, გადაადგილების საშუალებებთან დაკავშირებულ გენდერულ ბარიერებს, სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობას, გენდერულ თანასწორობას, ქალთა საჭიროებებსა და მობილობას შორის კავშირის წარმოჩენას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა ქვეყანაში აქამდე არ ჩატარებულა. კვლევას თან ახლავს რეკომენდაციები, რომლებიც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას და მობილობის კუთხით ქალთა საჭიროებების გამოკვეთას, მეორე მხრივ კი, კვლევის მიგნებები მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში.
კვლევა „ქალები და მობილობა – ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები“ განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, რეგიონალური პროგრამის „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ (მობილობა ქალაქებისთვის) მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.
კვლევა იხილეთ მითითებულ ლინკზე: https://lm.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.ombudsman.ge%2Fres%2Fdocs%2F2021092012383647680.pdf&h=AT1Y-Qd7WrI5_QQRneWkoduq0yolCzdOHUltsdBttQvfrSMl7YRuOhMj52Mw1EnSss4PLvJm2a80GIruyMFsuD45QkH8TpdKRifRIVdhsaq_YjHnzegN491PI7smSGz6TJp3