ახალი ამბები

კერძო სანერგე მეურნეობებისთვის სარგავი მასალების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2024 წლიდან, კერძო სანერგე მეურნეობებისთვის სარგავი მასალების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება.

დადგენილება აწესებს სანერგე მეურნეობებისთვის აკრედიტაციის მოთხოვნებს, რომლებიც წარმოებისა და მარკეტინგის პირობებს დაარეგულირებენ მცენარეებისა და მცენარეთა სარგავი მასალებისთვის. დადგენილება ფარავს ორ ძირითად ასპექტს სერტიფიცირების სისტემის დასანერგად: ხარისხის კონტროლის მექანიზმების დაცვას მცენარეთა სარგავი მასალების წარმოების პროცესში და მასალებზე ფიტოსანიტარულ პროცედურებსა და კონტროლს.

„ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით მივიღეთ დადგენილება, რომელიც საშუალებას მისცემს კერძო სანერგეებს, კომერციულად აწარმოონ მინიმალური, დადგენილი სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირებული ნერგები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად“,- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.