თელავში მერის არჩევნების მეორე ტური იქნება
თელავის საარჩევნო ოლქი ერთადერთია კახეთის რეგიონში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კანდიდატებს ხმათა ძალიან მცირე სხვაობა აქვთ. გიორგი ბოტკოველს 46%, ხოლო ლევან ანდრიაშვილს ამომრჩვლის მიერ მიცემული ხმის 47% აქვს.
როგორც მერის, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს – ამ შემთხვევაში 30 ოქტომბერს.