არჩეული მერების სია – კახეთი
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან შვიდში უკვე ცნობილია.
მუნიციპალიეტეტის მერის 7 სავარძელს მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატები დაიკავებენ. ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა ლაგოდეხისა და საგარეჯოს მერობის კანდიდატებმა, მოქმედმა მერებმა ჯონდო მდივნიშვილმა 70% და ნიკოლოზ ჯანიაშვილმა 69% მიიღეს.
რაც შეეხება თელავს, იქ არჩევნების მეორე ტური ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველსა და ქართული ოცნების კანდიდატ ლევან ანდრიაშვილს შორის გაიმართება.
თუ როგორია შეფარდება მერობის მსურველ სხვა კანდიდატებთან შედარებით, იხილეთ ჩვენი გრაფიკა:
გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი – 60.5%
ახმეტა – ალექსი ფიცხელაური – 54%
ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი – 70.1%
ყვარელი – გივი ზაუტაშვილი – 56.6%
სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი – 59,2%
დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი – 69,4%
საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი – 62,3%