საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად დუისი-წინუბნის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში შექმნილი 10 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მეორე ტური საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად დუისი-წინუბნის მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
მეორე ტური გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ელდარ ბაღაკაშვილს შორის გაიმართება.
ცესკოს მონაცემებით, მესამე მაჟორიტარულ ოლქში სავალდებულო 40%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
ორ უბანზე მიღებული ხმების მიხედვით,
დუისი-წინუბნის მაჟორიტარულ ოლქში. 40 %-იანი სავალდებულო ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
ორივე უბანზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხმების 30,89% მიიღო, ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა კი ხმების 37,5 % მიიღო.
ხმების 29,86 % დააგროვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ისლამ მარგოშვილმა; „პატრიოტთა ალიანსიდან“ შამილ გაურგაშვილმა 1,76 % მიიღო.
ცესკოს ინფორმაციითვე, პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და ჯოყოლოს მაჟორიტარულ ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, კარლო მუხაურმა გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, ახმეტის მუნიციპალიტეტში მერობის ორი კანდიდატიდან ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა ალექსი ფიცხელაურმა მოიპოვა.