არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

ამ დროისთვის სოფელ დუისში ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიპოვა

ამ დროის მონაცემებით, ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქში, სოფელ დუისის ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებულ ორ უბაზე, სადაც კენჭს საკრებულოს წევრობის კანდიდატად გაერთიანებული ოპოზიციიდან პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იყრიდა, ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის კანდიდატმა მოიპოვა.
26- ე და მე-5 საარჩევნო უბნებზე ხმების დიდი ნაწილი ,,ქართული ოცნებიდან” მაჟორიტარობის კანდიდატმა ელდარ ბაღაკაშვილმა მიიღო.

აღნიშნულ უბნებზე მაჩალიკაშვილის და ბაღაკაშვილის გარდა, კენჭს იყრდა საქართველოს პატრიოთთა ალიანსის კანდიდატი შამილი გაურგაშვილი და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის კანდიდატი ისლამ მარგოშვილი.

knews.ge უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ თუ როგორ გადანაწილდა ხმები პანკისის ხეობის საარჩევნო უბნებზე.