ოპოზიცია- შესაძლოა თელავში არჩევნების მეორე ტური გაიმართოს
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა თელავში არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.
ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, 55 საარჩევნო უბნიდან, ამ დროისთვის დათვლილია 25 და აღნიშნული უბნების მონაცემებით ხმების იმრავლესობა თავად მოიპოვა.
მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით დათვლილი უბნებიდან დაახლოებით 5 600 ხმა თავად მიიღო, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა კი 5 400 ხმა მიიღო.
ბოტკოველის თქმით, ამ დროის მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის თელავის საკრებულოს წევრობის ოთხმა კანდიდატმა უბნებზე ხმების უმრავლესობა მოიპოვა.
ბოტკოველის თქმით, მას იმედი აქვს რომ დარჩენილი უბნებიდანაც ხმების უმრავლესობას თავად მოიპოვებს.