კახეთის რომელ მუნიციპალიტეტშია მოსალოდნელი არჩევნების მეორე ტური
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან, 15-ში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
კერძოდ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 50%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ მოახერეს კანდიდატებმა თელავში.
რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, სადაც სავარაუდოდ, გამარჯვებული მერი არჩევნების პირველივე ტურში შეიძლება გამოვლინდეს, ესენია: საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა. აღნიშნულ ქალაქებში მერის არჩევნებში, წინასწარი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.
ჯამში, წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი ქალაქიდან, 44-ში მერის არჩევნები, სავარაუდოდ, პირველივე ტურში დასრულდება