კახეთში შექმნილი 317 საარჩევნო უბნიდან, ცესკოს საიტზე 32 უბნის შედეგებია გამოქვეყნებული
კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში შექმნილი 317 საუბნო საარჩევნო კომისიიდან ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე 32 უბნის შედეგებია გამოქვეყნებული.
შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საგარეჯოში დათვლილია 5 საარჩევნო უბნის შდეგები, სადაც მეტი ხმა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა მიიღო.
გურჯაანის საარჩევნო ოლქშიც დათვლილია 5 საარჩევნო უბნის შედეგები, სადაც მმღატველი პარტიის მერობის კანდიდატს აქვს მიღებული ხმების უმრავლესობა.
სიღნაღის საარჩევნო ოლქშიც ამ დროისთვის დათვლილია 5 საარჩევნო უბნის შედგები სადაც სხვა ოლქების მსგავსად მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს აქვს მიღებული ხმების უმრავლესობა.
ცესკოს საიტზე ასევე გამოქვეყნებულია ახმეტის საარჩევნო ოლქში დათვლილი ორი საარჩევნო უბნის მონაცემები, საიდანაც ერთ უბანზე მმართველი პარტიის მერობი კანდიდატი ლიდერობს, ერთში კი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი.
საიტზე ასევე გამოქვეყნებულია დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის ერთი უბნის შედეგიც, სადაც ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა მიიღო.
ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის 3 უბანში კი ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღო.
ცესკოს საიტზე ატვირთული 4 საარჩევნო ოქმიდან, 3 შემთხვევაში ქართული ოცნების მერობის კანდდიდატმა, ხოლო ერთ უბანზე ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა მიიღო ხმების უმრავლესობა.
საიტზე ატვირთული ყვარლის საარჩევნო ოლქის 7 უბნის შედეგების მკიხედვით, 1 უბანზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ლიდერობს, ხოლო 6 უბანზე ხმების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის კანდიდატებმა მიიღეს.