არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

გიორგი ბოტკოველი- თელავში 12 უბნის მონაცემებით ჩვენ მივიღეთ ხმების უმრავლესობა

,,ნაციონალური მოძრაობის” თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის თქმით, მას 15 საარჩევნო უბანში ხმის დათვლის შედეგად 12 უბანში ხმების უმრავლესობა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ ” მიიღო.

მისი თქმით, მას იმედი აქვს რომ სხვა უბნებზეც ხმების უმრავლესობა მათი იქნება და არ არის გამორიცხული თელავში არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს.

,,ყოველწუთიერად მომდის ინფორმაცია, ამ წუთას მაქვს 15 საარჩევნო უბნის მონაცემი, საიდანაც 12 საარჩევნო უბანზე ჩვენ მივიღეთ ხმების უმრავლესობა. იმედი მაქვს ასე იქნება სხვა უბნებზეც და ოპოზიცია გამარჯვებას მოიპოვებს”,-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.