თელავის ოლქში საკუთარი არჩევანი ამომრჩევლების 51% პროცენტზე მეტმა დააფიქსირა
თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი ამომრჩევლების 51% პროცენტზე მეტმა დააფიქსირა
საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, თელავში საარჩევნო პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. თელავი ერთ-ერთ ქალაქია კახეთის საარჩევნო ოლქებს შორის, სადაც მოსახლეობის აქტიურობა შეინიშნებოდა მთელი დღის განმავლობაში. საოლქო კომისიის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი ამომრჩევლების 51%-ზე მეტმა დააფიქსირა.
კახეთში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი აქტივობის კუთხით, თელავი ერთ-ერთი ქალაქია.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმითვე, უბნებზე დაიწერა 5 საჩივარი და ყველა მათგანი ტექნიკური ხასიათის იყო.
შეგახსენებთ, თელავში არჩევნებისთვის 55 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა, სიაში კი დარეგისტრირებული იყო 55832 ამომრჩეველი.