,,ნაციონალური მოძრაობის” თელავის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა, თელავის მე-11 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
გიორგი ბოტკოველმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ საარჩევნო უბნებზე, კვლავ ქართული ოცნების წარმომადგენლების აქტიურობა შეინიშნება.
“უბნებზე არიან კვლავ შეკრებილები ქართული ოცნების, პოლიციის, წარმომადგენლები, ძველი ბიჭები და ცდილობენ გააკონტროლონ ამომრჩევლის ნება. იქნება მოსახლეობის აქტიურობა, იქნებ გამარჯვებაც, თუ არადა, დავრჩებით სიბნელეში”- განმარტა ბოტკოველმა.
თელავში მერობისათვის სამი კანდიდატი, იბრძვის, რომლებიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ქართულ ოცნებასა და პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლები არიან.