,ქართული ოცნების,, თელავის მერობის კანდიდატმა ხმა თელავის მე-3 საარჩევნო უბანზე მისცა
პარტია ,,ქართული ოცნების,, თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა ხმა თელავის მე-3 საარჩევნო უბანზე მისცა.
,,მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს, დაწყებული პროექტების დასრულება, ახალი პროექტების დაწყება – ეს არის ჩვენი მუნიციპალიტეტის მთავარი ამოცანა. ჩვენი მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერით და თანადგომით, თელავისთვის ერთად გავიმარჯვებთ”,– განაცხადა ანდრიაშვილმა.