არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

თელავის საარჩევნო ოლქში ერთი კოვიდ უბანია შექმნილი

თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში ერთი კოვიდ უბანია შექმნილი.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, ოლქში სულ 55 საარჩევნო უბანია. მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტში ერთი კოვიდ უბანია შექმნილი.

,,კოვიდ უბანი მეცხრე სკოლის ტერიტორიაზეა შექმნილი. სიაში 103 ამომრჩეველია და ისინი ჩვენს მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული ამომრჩევლები არიან. ადგილზე უბანში მხოლოდ ხმების დათვლა მოხდება. აღნიშნული უბნის კომისიის წევრები ძირითადად სამედიცინო პერსონალია, რომლებმაც სპეციალური გადამზადება და სწავლება გაიარეს. ისინი ეკიპირებით არიან გასული. დილიდან სამი საარჩევნო გადასატანი ყუთია უკვე გასული ამომრჩევლებისთვის”,- განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.