თამარ კორძაია -დედოფლისწყაროს ერთ-ერთ უბანზე დაულუქავ ყუთში 100-ზე მეტი ბიულეტენი იყო ჩაგდებული
პარლამენტის წევრი, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი, თამარ კორძაია კახეთის რეგიონში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, დედოფლისწყაროს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ყუთი დაულუქავი იყო, სადაც 100-ზე მეტ ამომრჩეველს ხმა უკვე მიცემული ჰქონდა. მისი თქმით, ამ ფაქტზე მათმა წარმომადგენლებმა რეაგირება მოახდინეს და საჩივარი დაწერეს.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებთან ასევე შეინიშნება ,,მმართველი პარტიის” მიერ ამომრჩეველთა მობილიზება და უბანზე იძულებით მიყვანა. თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ დილის შემდეგ უბნებზე ვითარება ნელ-ნელა იძაბება.
ფაქტის დაზუსტებისთვის ჩვენ შევეცადეთ ინფორმაციის დედოფლისწყაროს მე-14 საოლქო კომისიის თავმჯდომარეს გავსაუბრებოდით, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.