თელავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს- უბნებზე დაიწერა ორი შენიშვნა
თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში მოქმედ 55 საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს- ამის შესახებ Knews.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დილის 8:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი უპრობლემოდ გაიხსნა და ამ დრომდე ოლქში არცერთი საჩივარი არ დაწერილა. მისი ინფორმაციით, მხოლოდ ორ უბანზე მოხდა შენიშვნის დაწერა, რომელიც მაშინვე მოგვარდა და გამოსწორდა.
,,რვა საათზე ყველა საარცევნო უბანი გაიხსნა და დაიწყო მუშაობა. ოლქში ამ წუთისთვის არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა, მხოოდ ორ უბანზე იყო შენიშვნა.
#52 უბანზე ახალგაზრდა იურისტთა ასოიციაციას დაუწერეს შენიშვნა, რომ დაირღვა ვიდეო გადაღების ინსტრუქცია, 49 უბანზე კი კანდიდატი იყო მისული ხმის მისაცემად და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაწესეს საჩივარი, რომ იყო სააგიტაციოდ მისული. კანდიდატს ისევე აქვს ხმის მიცემის უფლება, როგრც ყველა მოქალაქეს. უბანზე ასეთ შემთხვევაში კამერითაც გამოჩენა შეიძლება”,- განუცხადა Knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.