პოლიტიკოსების საარჩევნო პროგრამები და დაპირებები
საარჩევნო გადაცემათა ციკლი ეთერში გადის კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს 17 საათზე. გადაცემების მოსმენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ რადიოს და ფეისბუქის საშუალებით პირდაპირ ეთერში, ასევე მოგვიანებით შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ჩვენ საინფორმაციო პორტალზე knews.ge ზე.
მოგვწერეთ კითხვები ლაივ რეჟიმში, რომელზე პასუხებსაც ჩვენი გადაცემის სტუმრები გაგცემენ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირაზე ნაკლები დარჩა. თელავის მერობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავენ. რამდენად აისახება მოქალაქეთა საჭიროებები პოლიტიკური პარტიებისა და შემდგომ მათ მიერ დაყენებული მერის/საკრებულოს კანდიდატების პროგრამებზე ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ. ასევე, ვისაუბრებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში.
აღნიშნული გადაცემა მომზადდა პროექტის „პოლიტიკურ პარტიებსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში და მხარდაჭერილია NDI-სა და USAID-ის მიერ. აღნიშნული გადაცემის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.