ახმეტაში იუსტიციის სახლის მეორე ფილიალი აშენდება
ახმეტაში, სადაც სულ მალე იუსტიციის სახლის მორიგი ფილიალის მშენებლობა დაიწყება, იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძესთან ერთად სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.
ახმეტის ფილიალის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დაიწყება და უკვე 2022 წლის ბოლოსთვის ახმეტის მოსახლეობას 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლება. შენობის მთლიანი ფართი 962 კვადრატული მეტრია. შენობაში ქორწინების სახლიც განთავსდება.
ახმეტის ფილიალში, იუსტიციის სახლის 15-მდე თანამშრომელი დასაქმდება. ახალ ინფრასტრუქტურაში მუშობას გააგრძელებენ იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების თანამშრომლებიც.