ერთი უბნის ისტორია–მაწანწარა
მაწანწარა – თელავის ერთი უბნის ისტორია
ქალაქ თელავის ისტორიული უბანი მაწანწარა, იგივე დაბახნები რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ყოფილ ხელოსნების უბანში შემორჩენილია მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა: კახური სახლები, ისტრიული მარნები, რამდენიმე სახელოსნო, წყაროები, არქეოლოგიური გათხრები, საბჭოთა პერიოდის არტეფაქტები.
ქუჩას არქიტექტურის ძეგლების გარდა, მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლებიც გამოარჩევს, როგორიცაა მრავალფეროვანი ქართული ტრადიციული ხელოსნობა: ოქრომჭედლობა, მეთუნეობა, ხის დამუშავება, ბადეების ქსოვა, ქარგვა, არტელები. უბანი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და აქ თითოეულ სახლს, თავისი გამორჩეული ისტორია აქვს მოსაყოლი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება და მთელ საბჭოთა პერიოდს ფარავს. საყუარდღებოა აგრეთვე, ტრადიციული მარნები და ამავე სახლებთან დაკავშირებული ხელოსნობის ისტორიები.
ისტორიული მეხსიერება ზეპირსიტყვიერების არაერთ საინტერესო ამბავს და ფაქტს აერთიანებს, რაც 2020-21 წლებში ადგილობრივმა სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციებმა „სათემო განვითარების ცენტრმა“ და „მედია ცენტრმა კახეთმა“MCK ებერტის ფონდის მხარდაჭერით გამოიკვლიეს.
„კახეთის ხმა“ მკვლევარსა და ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილთან ერთად წარმოგიდგენთ თელავის ერთი უბნის – მაწანწარას ისტორიას გადაცემათა ციკლში „ექო საბჭოთა წარსულიდან“.