ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული ნაფიცი მსაჯულები, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს
თბილისიდან თელავისკენ მომავალ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული ნაფიცი მსაჯულები, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, სამივე პირს სამედიცინო კვლევები, ამ წუთებში უტარდება.
3 ნაფიცი მსაჯული, რომელიც თბილისიდან თელავში ყოფილი პოლიციელის მიერ თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტის შემაჯამებელ სხდომაზე მიემგზავრებოდა, გომბორის გზაზე ავარიაში მოყვა.
ადგილზე ამ წუთებში მიდის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერ- ჯერობით უცნობია, ეს გავლენას მოახდენს თუ არა, პროცესის მსვლელობაზე.
შეგახსენებთ, ნაფიცი მსაჯულები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას განიხილავენ, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა თელავის საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით ავტომობილში ჩაცხრილა.
12 ნაფიცმა მსაჯულმა ვერდიქტი დღეს უნდა გამოიტანოს.