თვითმმართველობა და საზოგადოება
რადიო ,,კახეთის ხმის” ეთერში საარჩევნო საკითხებზე გადაცემა პირდაპირ ეთერში გავიდა.
საარჩევნო გადაცემათა ციკლი ეთერში გავა კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს 17 საათზე. გადაცემათა მოსმენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ რადიოს და ფეისბუქის საშუალებით პირდაპირ ეთერში, ასევე მოგვიანებით შეგიძლიათ თვალი მიადვენოთ ჩვენ საინფორმაციო პორტალზე knews.ge ზე. მოგვწერეთ კითხვები ლაივ რეჟიმში, რომელზე პასუხებსაც ჩვენი გადაცემის სტუმრები გაგცემენ.
პირველი გადაცემის თემა იყო თვითმმართველობა და საზოგადოება. გადაცემის სტუმრები კი იყვნენ რეგიონის განვითარების ცენტრის დირექტორი ლიზი სოფრომაძე და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ შარვაშიძე.
აღნიშნული გადაცემა მომზადდა პროექტის „პოლიტიკურ პარტიებსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში და მხარდაჭერილია NDI-სა და USAID-ის მიერ. აღნიშნული გადაცემის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.