ახალი ამბები

წინანდლის მამული ქართველი მუსიკოსის ბექა გოჩიაშვილის კონცერტს უმასპინძლებს

წინანდლის მამული ქართველი მუსიკოსის ბექა გოჩიაშვილის კონცერტს უმასპინძლებს.

წინანდლის მამულის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ექსეულიძე განმარტავს, რომ კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალი 28 ივლისს გაიმართება.

“გადავწყვიტეთ ჩვენი მოძრავი ფესტივალით ყველაზე უსაფრთხო და ზღაპრულ გარემოში წინანდლის ღია ამფითეატრში ვუმასპინძლოთ მსმენელს. 28 ივლისის გამოტოვება არ შეიძლება, საოცრება იქნება”. 28 ივლისს, წინანდლის მამული და კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალი „CA Goes To“ წარმოგიდგენთ საერთაშორისო აღიარების ქართველ მუსიკოსს ბექა გოჩიაშვილს, გამორჩეულ ქართველ ბას გიტარისტს ლევან დეისაძეს და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ დრამერს მაიკ მიტჩელს.

ზაფხულის სეზონი წინანდლის მამულში საკმაოდ დატვირთულია. ჩვენს სტუმრებს მაღალი ხარისხის კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს ვთავაზობთ. მათ შორის არის 28 ივლისის ღონისძიებაც დაგეგმილი, სადაც ჟანრის საუკეთესო შემსრულებლები ერთად წარსდგებიან სტუმრების წინაშე ორ განსხვავებულ ფორმატში – კონცერტით და შემდეგ „Jam Session“-ით“ – აცხადებს მარიამ ექსეულიძე.

მისი თქმით, კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია Tkt.ge-ზე. პროექტის მედია პარტნიორია Marketer.ge