ახალი ამბები

ლაგოდეხში, პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტი” განხორციელება დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტი” განხორციელება დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებს, შესაძლებლობა ეძლევათ, უწყებას მიაწოდონ სხვადასხვა იდეები, მათი თემის, სოფლის ან ქალაქის პრობლემის მოსაგვარებლად
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ სხვადასხვა იდეები, მათი თემის, სოფლის ან ქალაქის პრობლემის მოსაგვარებლად. იდეა, რომელიც მოაგროვებს ყველაზე მეტ ხმას, დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან“,-განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

პროექტი ხორციელდება GIZ-ის მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.