ვინ განიხილება თელავის მერობის კანდიდატად ,,ნაციონალური მოძრაობიდან”
Cnews – ის ინფორმაციით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატი არჩილ გულიაშვილი იქნება.
არჩილ გულიაშვილი სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. იგი თელავის მკვიდრია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. უცნობია როდის წარადგენს ოპოზიცია თელავში მერობის კანდიდატს.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატი სავარაუდოდ ლევან ანდრიაშვილი იქნება.

