რა იწვევს მზის დარტყმას და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან- ბლოგი
ზაფხულის ცხელ დღეებში, ხშირად ხდება ე.წ ,,მზის დარტყმის” ფაქტების დიდი რაოდენობის დაფიქსირება.
რაც მოსახლეობის ამ საკითხის გარშემო ნაკლებად ინფორმირებულობას ნიშნავს. სწორედ ამ ბლოგის მეშვეობით შეძლებთ გაიგოთ როგორ აიცილოთ მზის დარტყმა, როგორ უნდა დაადგინოთ, რომ ამ პრობლემის წინაშე ხართ და როგორ აღმოფხვრათ ის.
მზის დარტყმის მაპროვოცირებელი ფაქტორებია ცხელ გარემოში ხანგრძლივი პერიოდით ყოფნა (2-3 დღის მანძილზე) მზის გულზე ყოფნა.
ასევე მზის დარტყმით მთავრდება, ხშირ შემთხვევაში, მაღალი ფიზიკური აქტივობა დღის ცხელ პერიოდში.
თბილად ჩაცმა მაღალი ტემპერატურის პირობებში, მჭიდრო, მუქი ფერის, თბილი ტანსაცმელი ხელს უწყობს ორგანიზმის “გადახურებას”.
გაუწყლოება — ასეთ დროს, ორგანიზმი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წყალს კარგავს ოფლის სახით, სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღებისას კი, შესაძლოა განვითარდეს გაუწყლოება.
ასაკი — მაღალი ტემპერატურისადმი განსაკუთრებით მოწყვლადები არიან მოხუცები და ბავშვები, ამიტომ სწორედ მათ მართებთ რჩევების ზედმიწევნითი გათვალისწინება.
ალკოჰოლი — ალკოჰოლის მიღება ხელს უშლის ორგანიზმს ტემპერატურის რეგულირებაში.
მზის დარტყმის ძირითადი ნიშნები : სხეულის მაღალი ტემპერატურა — 40 c და მეტი
მენტალური და ქცევითი დარღვევები — დისორიენტაცია, მეტყველების არევა/გართულება, გონების დაბინდვა
ოფლის გამოყოფის დარღვევა — მზის დარტყმისას, პაციენტები უჩივიან სხეულის მაღალ ტემპერატურას, სიმხურვალეს, თუმცა კანი მშრალი აქვთ და ვერ გამოყოფენ ოფლს.
გულისცემის აჩქარება — ორგანიზმის გაგრილებისას, სტრესულ სიტუაციაში გულისცემა ჩქარდება და პულსის სიხშირე იმატებს გულისრევა კანის დამწვრობა და სიწითლე სუნთქვის აჩქარება თავის ტკივილი
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მზის დარტყმის ნიშნები გაქვს, პირველ რიგში, კვალიფიციური დახმარების მისაღებად, დაუკავშირდით გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას.
პირველადი დახმარება — თუ გონების დაბინდვა თავბრუსხვევა გაქვთ გამოხატული, გადადით ჩრდილში.
გაგრილდით თქვენს ხელს არსებული ნებისმიერი გზით: დალიეთ წყალი, შედით კონდიცირებად სივრცეში ან ჰაერის ვენტილატორთან ახლოს მოთავსდით:
დაწექით ჰორიზონტალურ პოზიციაში და ფეხები აწიეთ: თუ შეძლებთ, გაიხადეთ ზედმეტი ტანისამოსი.
მთავარი რეკომენდაცია რასაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს ეს არის, რომ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას. დალიეთ წყალი ან სხვა ტიპის უალკოჰოლო სასმელი.