ახალი ამბები

პირობითი მსჯავრი ერთი წლით დაახლოებით 7 000 პირს შეუმცირდება – რატი იონათამიშვილი

პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით 7 000 პირს შეეხება – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის წინა კანონებისგან განსხვავებით, ახალი პროექტი ითვალისწინებს მიდგომას პრობაციონერების მიმართ. მისი თქმით, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირდება პატიმრობის ვადა დამატებით დაახლოებით 225 მუხლის შემთხვევაში.

პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას; სასჯელის ½ შემცირებას; სასჯელის ¼ შემცირებას; სასჯელის 1/6 შემცირებას და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირებას.